LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჯადოქარია, სასწაულებს ახდენს” – ცნობილი ფოტოგრაფი, რომელიც ლევან რატიანმა გადაარჩინა

280
BeFunky-collage (5)

კორონავირუსით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ფოტოგრაფი, გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძე თვე­ზე მე­ტია პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს.

ცნო­ბი­ლი ფო­ტოგ­რა­ფი ამბობს, რომ ახლა თავს კარ­გად გრძნობს, თუმ­ცა მისი თქმით, ვირუ­სის იმ­დე­ნად მძი­მე ფორ­მას ებ­რძო­და, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი.

GTmedia-სთან ინტერვიუში აბდალაძე აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება კლინიკის ექიმებისა და პირადად ლევან რატიანის თავდაუზოგავი მცდელობის შედეგია.

“ფაქტობრივად, ვიყავი მიცვალებული. დღეს უკეთესად ვარ, ვსუნთქავ, ძალა მაქვს და იმედი… ლევან რატიანი ჯადოქარია. ის სასწაულებს ახდენს… ხშირად მესმის ეჭვები ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ადამიანებო, შემომხედეთ, ჩემნაირ ადამიანებს შეხედეთ რეანიმაციებში და გაითვალისწინეთ, ეს ძალიან ვერაგი დაავადებაა და მისგან თავის დაცვა მხოლოდ ვაქცინაციის, პირბადისა და დისტანციის საშუალებითაა შესაძლებელი…

ვერასოდეს წარმოიდგენთ, რა ხდება აქ, რეანიმაციის განყოფილებაში. აქ არ არსებობს შაბათი, კვირა დღესასწაული, დღე და ღამე… სამედიცინო პერსონალი მუდმივად ებრძვის სიკვდილს და სიცოცხლეს ჩუქნის ადამიანებს. ეს მინდა ვაჩვენო საზოგადოებას ჩემს რეპორტაჟში, რომელსაც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ”. – აცხადებს ფოტოგრაფი GTmedia-სთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g