LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებს შეხვდნენ

148
Capture

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებთან შეხვედრის თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე იშვიათი დაავადებების, მათ შორის აქონდროპლაზიის მართვის – გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

შეთანხმდნენ, რომ მშობლები ჩართულნი იქნებიან იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში.

საბჭოს მორიგი სხდომა, მშობლების მონაწილეობით 5 მაისს გაიმართება. ასევე, ჩაინიშნა პროტოკოლზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა.

„ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, უწყების მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა მზაობა, ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა საჭიროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მშობლებს, კიდევ ერთხელ გააცნო პრეპარატთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიღებული ინფორმაცია. მისი განმარტებით მწარმოებელ კომპანიასთან კომუნიკაცია გრძელდება, პრეპარატის უსაფრთხოდ დანერგვისთვის კი აუცილებელია იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, შესაბამისი მართვის სისტემის დანერგვა, რაც გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – აღნიშნავს უწყება გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g