LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯემალ ბაღაშვილი: „ვინმემ ნორმალურად აგვიხსნას, კონკრეტულად რომელ ჯადოსნურ სანქციას ფლობს ჩვენი საცოდავი საქართველო, რომ მოაწერს ხელს ამაზე ჩვენი მთავრობა და პუტინი შეწყვეტს ომს და მეორე დღეს ევროკავშირში ვიქნებით“

15325
ბაღაშვილი

ცნობილი მუსიკოსი ჯემალ ბაღაშვილი გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აღნიშნავს:

„ნურავის ეწყინება, მაგრამ ყველაზე უკეთესად ვიცით, რას ნიშნავს, როდესაც იბომბება შენი სამშობლო, როდესაც ინგრევა შენი სახლ-კარი, როდესაც იძულებით ლტოლვილი ხდები და გაიძულებენ, რომ მოსცილდე სამშობლოს და გადაიხვეწო, ვიცით, საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი და ამიტომ არ მიკვირს ის, რომ დიდი თუ პატარა ასეთ სოლიდარობას უცხადებს მოძმე უკრაინელ ხალხს, სხვანაირად არც შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო. მეც მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი უდიდესი თანაგრძნობა გამოვუხატო ამ უსაყვარლეს ხალხს, რომელთანაც ჩვენ, ანსამბლ „ივერიის“ წევრებს, გამორჩეული სითბო და სიყვარული გვაკავშირებს…

შეუძლებელია, რუსეთის საქციელი ნორმალური ქცევის ჩარჩოებში ჩაეტიოს. არანორმალური საქციელია, ამიტომ აუცილებლად დაისჯება ღმერთისგანაც და კაცისგანაც.ვისთანაც ჩვენ ვმეგობრობთ რუსეთში, ეს ის ხალხია, ვინც შესანიშნავად იცის ქართველებისა და უკრაინელების თავისუფლებისკენ სწრაფვა, მაგრამ პუტინის დავალებით ამუშავებული პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ტვინების გამორეცხვას ემსახურება, თავის შავ საქმეს მაინც აჩვენებს, არა ნამდვილ, არამედ მოდელირებულ რეალობას. ხომ ნახეთ, როგორ შეფუთეს ეს ვერაგული შესვლა, უკრაინელ ხალხზე ბარბაროსული თავდასხმა, როგორც რიგითი აქცია ამ ხალხის გამოსახსნელად ვიღაც ურჩხულებისგან… ნახეთ, რა ხდება, როგორ უმოწყალოდ ნადგურდება ეს შესანიშნავი ქალაქები. ცხადია, ეს აღარც დაიმალა და როგორც იქნა, ვიხილეთ, არა მხოლოდ შეშფოთებული და აღშფოთებული, არამედ რეალობისთვის თვალის გამსწორებელი ევროპა და ამერიკა. მიხვდნენ, რომ ან ახლა, ან არასდროს. მჯერა, რომ ახლა მაინც დადგება პერიოდი, როცა აგრესორს თავისი საკადრისი მიეზღვება და აღარ მიეცემა საშუალება, რომ თავისი იმპერიული ზრახვების ასრულების საბაბით გაანადგუროს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და არა მხოლოდ ისინი. მჯერა, რომ ასეც მოხდება!. უკრაინელებს მისცეს ღმერთმა მშვიდობა და ნანატრი გათავისუფლება!.. თავდადების საოცარი მაგალითები აჩვენეს მთელ მსოფლიოს.

რაც შეეხება სანქციებს, გულწრფელად ვიტყვი, რასაც ვფიქრობ – ვინმემ რომ ნორმალურად აგვიხსნას, კონკრეტულად რომელ ჯადოსნურ სანქციას ფლობს ჩვენი საცოდავი საქართველო, რომ მოაწერს ხელს ამაზე ჩვენი მთავრობა და პუტინი შეწყვეტს ომს და მეორე დღეს ევროკავშირში ვიქნებით. რა ჰქვია ამ ჯადოსნურ სანქციას, მწვანილს არ შევიტანთ, ღვინოს და მეორე დღეს მოიკლავს თავს პუტინი?! უმორჩილესად ვთხოვ პოლიტიკოსებს ორივე მხრიდან, დროებით მაინც დაივიწყონ პირადი და პოლიტიკური ამბიციები და ცოტა ხნით მაინც გვაჩვენონ ერთობის მაგალითი, ისეთი ერთობისა, როგორსაც უკრაინაში ვხედავთ. არ არის დრო იმის განსჯისა, ზელენსკის უნდა გაეწვია ელჩი თუ არა. დრო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. ახლა სხვა დროა. სოლიდარობისა და ერთმანეთთან თანადგომის რეალური დროა და რა ეშმაკიც უნდა ჰყავდეს თითოეულ პოლიტიკოსს სულში შემძვრალი და სიძულვილის ენით ლაპარაკს აიძულებდეს, უნდა გამოდევნოს ეს ეშმაკი თავისი არსებიდან და ეცადოს, დადგეს უფრო მაღლა, ვიდრე პირადი პარტიული ამბიციები თუ სკამის ძიებაა. თუ ამას მოახერხებენ, ეს ორივე მხარეს ეხება, მაშინ იმ ერთობასაც ვიხილავთ, რომელიც დღეს უკრაინელებს აქვთ. უამისოდ, სადაც უნდა მიგვიღონ, ვერ გავიმარჯვებთ…“

ომი უკრაინაში

სოფო ხაჭაპურიძე: „წავიდნენ ისე, რომ ვერც გაიგეთ. ავტობუსებთან ჯგუფური ფოტოც არ გადაუღიათ და  დაუდიათ…“

ლევან ხურცია: „2008 წელს დასავლეთს ამისი ნახევარი სანქციები მაინც რომ დაეწესებინა რუსეთისთვის და ჩვენი პატარა ქვეყანა მარტო არ დაეტოვებინა, დღეს ამ სისხლისღვრას ავირიდებდით…“

ექიმი დავით მრელაშვილი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად პოლონეთში მიემგზავრება და უკრაინელებისთვის დრონების გასაგზავნად თანხას აგროვებს

mazda magti 5g