LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენს ფეხი მოუცურდა: ტრამპმა დაპირისპირება „დაივიწყა“

129
ძაღლები და ჯო

აშშ-ს 46-ე პრეზიდენტმა ფეხი მოიტეხა. აშშ-ს მედიის ინფრმაციით, ახალარჩეულ პრეზიდენტს ფეხი ორ ადგილას აქვს მოტეხილი.

ტომოგრაფიით მას ტერფის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა.

ბაიდენს ძაღლთან თამაშის დროს ფეხი მოუცურდა. გარკვეული დროის განმავლობაში მას სპეციალური ფეხსაცმლით მოუწევს გადაადგილება.

დონალდ ტრამპა ბაიდენის ექიმთან ვიზიტის ვიდეო გააზიარა და მას მალე  გამოჯანმრთლება უსურვა.

შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნომბერს ჩატარდა. ჯო ბაიდენს გასულ კვირას 78 წელი შეუსრულდა.

ჯო და ჯილ ბაიდენებს ორი გერმანული ნაგაზი ჰყავთ. ერთ-ერთი მათგანი, სახელად მეიჯორი, მათ დელავერის ცხოველთა თავშესაფრიდან 2018 წელს აიყვანეს. მეორე ნაგაზი, ჩემპი კი ჯოს და ჯილს უკვე 12 წელია, ჰყავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები