დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი, ჯონსონი უახლოეს პერიოდში გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სხდომაზე განიხილება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი მდგომარეობა.
„პუტინის უგუნურმა ქმედებებმა შეიძლება პირდაპირი საფრთხე შეუქმნას მთელი ევროპის უსაფრთხოებას“,- განაცხადა ჯონსონმა.
ბორის ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო „ყველაფერს გააკეთებს სიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად.“
“ბირთვული უსაფრთხოება დაირღვა” – რა ვითარებაა ევროპის ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურზე
ვითარება უკრაინაში – ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: