LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კაცის კაცი“ და „არაკაცის არაკაცი“- „არავის უთქვამს, რომ ერთმანეთი უნდა უყვარდეთ.. შესაძლებელია, რომ წინ წავიწიოთ, მაგრამ..“

285
ირაკლი მელია ხუხაშვილი

ევროპარლამენტარებმა გვითხრეს, რომ ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მითითება შესრულდეს, პოლარიზაციის დასრულების მომხრეა ოპოზიციური სპექტრიც, მაგრამ დღეს ორი მთავარი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეები ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ.

„ყველაფერი, რაც უ-ზე იწყება, ნიკა მელიას მიესადაგება“, – განაცხადა კობახიძემ. მელიამ სოციალურ ქსელში მალევე უპასუხა და დაწერა – „არაკაცის არაკაცო! თქვენთვის შესაბამისი ასოს შერჩევა, ამომჩეველს მივანდოთ“. 

სად შეიძლება ასეთმა პაექრობამ მიგვიყვანოს? რა შეიძლება იყოს გამოსავალი? – ამ კითხვებით „ფორტუნამ“ ექსპერტ გია ხუხაშვილს მიმართა.

„ესაა ჩვეულებრივი ქართული პოლიტიკა. ჩვენ ხომ დიალოგის კულტურა ვერ შევიძინეთ. აგრესიული მონოლოგებით ვსაუბრობთ ერთმანეთთან. ეს არის ნეგატიური პოლიტიკური პროცესი, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს ქართული სახელმწიფოს განვითარებას.

ანუ მხოლოდ ნეგატივზე, აგრესიაზე და ურთიერთშელაპარაკებაზე ორიენტირებული ურთიერთობაა პოზიციასა და ოპოზიციას შორის, ჩვენ სხვა რამ არც გვინახავს. შესაბამისად, ის, რაც დღეს ხდება, ორი პარტიის თავმჯდომარეს შორის, ეს გამონაკლისი კი არაა, პირიქით, კანონზომიერია.

ასე ხდებოდა ყოველთვის. ჩვენ ზუსტადაც რომ დიალოგი არ გვინახავს, თორემ ურთიერთშეურაცხყოფასა და ურთიერთაგრესიას ვუყურებთ მუდმივად. დღეს და გუშინ შეიძლება უფრო მეტი ითქვა, მაგრამ ეს სისტემურად არაფერს არ ცვლის. 

ამ ყველაფერს ევროპიდან შეაფასებენ, რომ არაფერი არ იცვლება. როგორც აგინებდნენ, ისევ ისე აგინებენ ერთმანეთს. რამე განსაკუთრებული ხომ არ მომხდარა, ხდება ის, რაც ყოველთვის ხდებოდა. შესაბამისად ევროპამ შეიძლება თქვას, რომ მოწოდების მიუხედავად, პარტიები აგრძელებენ სიძულვილის ენით ერთმანეთთან კომუნიკაციას და დიალოგზე ფაქტობრივად უარს აცხადებენ,“ – ამბობს ხუხაშვილი.

„ასეთ დიალოგში არც ერთი მხარე მართალი არაა, როგორც წესი, მაგრამ ბუნებრივია, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა უფრო მეტია. ხელისუფლება მარტო პოლიტიკურ პროცესში ხომ არაა, ის ქვეყანასაც მართავს.

შესაბამისად მისი პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური დღის წესრიგი, მასზეა. ის აირჩია ხალხმა იმისათვის, რომ ყველა კრიზისი გადალახოს.

მელია არავის აურჩევია დღეს სახელმწიფოს მმართველად.

ბუნებრივია, კობახიძის პასუხისმგებლობა მეტია, მაგრამ მელიას რომ თავი დავანებოთ, მან დღეს ისეთი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები აკეთა, ფაქტობრივად საქართველოს სუვერენული უფლება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ეჭვქვეშ დააყენა.

მელია კობახიძის განცხადებაზე: ისე დააბრმავა მტრის მსახურებამ, რომ იმ უდიდეს განსხვავებასაც ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის

ასე რომ ეს დაპირისპირება გვიკვირს? არ გვიკვირს.

ჯერ ევროპას საბოლოო პასუხი არ უთქვამს.. დრო კიდევ გვაქვს.  გამოსავალი, რა შეიძლება იყოს?

„გამოსავალი თეორიულად არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად რა მოგახსენოთ..

თეორიულად გასაგებია, რომ საჭიროა დიალოგი, 12 პუნქტის შესრულება, არავის უთქვამს, რომ ერთმანეთი უნდა უყვარდეთ, ერთადერთი მოთხოვნა რაც არის პოლიტიკური ელიტის მიმართ არის ის, რომ ნუ დააყენებენ საკუთარ ემოციებს და საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა.

სახელმწიფო ინტერესებშია სტაბილური პოლიტიკური პროცესი. ეს არის მოთხოვნა. თუ ამას დაექვემდებარებიან პოლიტიკური ძალები, მაშინ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ წინ წავიწიოთ. ესაა გამოსავალი, მაგრამ ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ამ გამოსავალს პოლიტიკური სუბიექტები არ აღიარებენ, “ – განაცხადა გია ხუხაშვილმა „ფორტუნასთან“.

კობახიძე გვთავაზობს, რომ საქართველოს მიმართება აფხაზეთთან და ცხინვალთან „თეორიულად“ იგივე ჭრილში განვიხილოთ, როგორც რუსეთის უკრაინასთან – უკვე აშკარად რუსეთის მხარეს ჩაერთნენ ომში: გია ხუხაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები