LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია კობახიძეს: არაკაცის არაკაცო! თქვენთვის შესაბამისი ასოს შერჩევა ამომრჩეველს მივანდოთ

74
ნიკა მელია კობახიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კობახიძის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვერ ჩამოყალიბდა, მელია კაცის კაცია, ვერ იტანს თუ სძულს სააკაშვილი.

ირაკლი კობახიძე: ყველაფერი, რაც უ-ზე იწყება, ნიკა მელიას მიესადაგება

„კობახიძე ბრძანებს, რომ უსამშობლოს ჩვენ გვეძახდნენ და ჩვენ მათი ტერმინი შევუტრიალეთ.

კობახიძე ვერ ჩამოყალიბებულა – მე კაცის კაცი ვარ, თუ მძულს და ვერ ვიტან მიხეილ სააკაშვილს.

ჰოდა, არაკაცის არაკაცო!

უ-საშველოდ დიდია ჩვენი მორალური უ-პირატესობა და მზად ვართ უ-ნაკლოდ და უ-პატიოსნესად შევასრულოთ ქართველი ხალხის დავალება და უ-სწრაფესად და უ-ეფექტურესად მოგაშოროთ ქვეყნის მართვას.

დიახ, ბევრი უ- შეგვესაბამება. მოდით თქვენთვის შესაბამისი ასოს შერჩევა ამომრჩეველს მივანდოთ. ამაზეც პლებისციტის ჩატარებაზე იფიქრე ვადამდელ არჩევნებთან ერთად, რომ უ-ვადოდ მოგიშოროთ.“ – წერს ნიკა მელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები