„ქართული ოცნების“ წევრს, კახა კუჭავას, რომელიც ახლახან საქართველოს პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს, ეროვნებით რუსი მეუღლე ჰყავს, რომელსაც ქმრის გვარი აქვს აღებული. კახა და ლიზა კუჭავები ერთდ 14 წელია არიან, აქედან 13 წელი – ქორწინებაში. ლიზა ტურისტული სააგენტოს მფლობელია, რომელიც საქართველოს მასშტაბით საავტორო ტურებს მართავს და საკმაოდ აქტიურია „ინსტაგრამზე“.
ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც მეუღლესთან ერთად აქვს გადაღებული და გამოქვეყნებული, ლიზა წერს, ვალენტინობის დღის ნაცვლად, რომელ თარიღებს აღნიშნავს ხოლმე მეორე ნახევართან ერთად.
„ქმართან ერთად ვალენტინობას არასდროს აღვნიშნავ, არვ 23 თებერვალს და არც რვა მარტს. ჩვენ ჩვენი თარიღები გვაქვს: 16 თებერვალს სიღნაღში მოვაწერეთ ხელი, ხოლო 26 აპრილს ჯვარი მცხეთაში დავიწერეთ. ალბათ, მიხვდით ხომ, როგორი პოსტი მექნება 26 აპრილს?
ქმარი ანთებს ცეცხლს, ქალი კი მას ინარჩუნებს – ეს ჩენი ცხოვრების შესახებაა ნათქვამი. ჩვენი ურთიერთობების საფუძველი სიყვარული და ურთიერთგაგებაა. ჩვენ არ ვაკონტროლებთ ერთმანეთს და არაფრის გაკეთებას არ ვაძალებთ. არ ვცდილობთ ერთმანეთის გადაკეთებას, თუმცა, საქართველოში ცხოვრებისას, მე შევიცვალე. მახსოვს, როდესაც ჩვენ ახალი დაქორწინებულები ვიყავით, არაფერი მესმოდა ქართული მენტალიტეტისა და ჩვეულებების და ბევრ შეცდომას ვუშვებდი, მაგრამ ქმარი მოთმინებით მიხსნიდა, მეუბნებოდა: „საქართველოში ასე არ არის მიღებული“. დროთა განმავლობაში, რასაკვირველია, ვისწავლე. ჩემში ძალიან ბევრია ქართული მენტალიტეტიდან – უკვე დიდი ხანია, ქართულად ვფიქრობ.
ჩემი ქმარი ძალიან ბევრს მუშობს, ტელევიზიით უფრო ხშირად ვნახულობ, ვიდრე შინ, მაგრამ ძალიან ვამაყობ და ვიცი, რომ ამ ყველაფერს საკუთარი ქვეყნისთვის აკეთებს. ვაცნობიერებ, როგორი მნიშვნელოვანია მისთვის, რომ მე სახლში ვარ, ბავშვებთან და მას ზურგს ვუმაგრებ. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ამას აფასებს, მუდამ მხარში მიდგას და აღფრთოვანებულია ჩემით…“