პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას საქციელს, დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, „ეს კარგი მაგალითია იმის, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი, ადამიანური სახის შენარჩუნება შესაძლებელია.
მისივე განმარტებით, კახა კუჭავასთან, ქვეყანაში არსებულ უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისზე არ უსაუბრია.
„კახა კუჭავას, რა თქმა უნდა, გავაცანი მოთხოვნები, თუმცა, მისი მთავარი მიზანი მოსვლის იყო ადამიანურად მოკითხვა და შევთანხმდით, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერი არ იქნება. ალბათ ეს მაინც კარგი მაგალითია იმის, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი, განსხვავებით სხვებისგან, ადამიანური სახის შენარჩუნება არის შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური უმწვავესი კრიზისი რჩება, ამ თემის გადაჭრაზე და გამოსავალზე საუბარი ჩვენ არ გვქონდა, პასუხებიც არ იყო, მაგრამ ეს იყო ადამიანურად მონახულება“, – განაცხადა ხოშტარიამ.