LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახაძე: შევთავაზოთ მსოფლიოს, რომ საქართველოში შეიქმნას უძველეს ქალაქთა შემსწავლელი ცენტრი

29
BeFunky-collage (8)

პარლამენტის სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს „მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ, „ქართული ოცნების” დეპუტატმა ლადო კახაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოში შეიქმნას მსოფლიოს უძველეს ქალაქთა ისტორიული მემკვიდრეობითობის შემსწავლელი ცენტრი. მისი თქმით, ამ ინიციატივის განხორციელების პირველი მცდელობა იყო 22 წლის წინ, „ვარდების რევოლუციის” შემდეგ კი, კახაძის თქმით, „ეს საკითხი მიჩუმათდა და საერთოდ გაქრა დღის წესრიგიდან”.

„ლოგიკურად, დედამიწას ისტორია უნდა აერთიანებდეს. საერთო ისტორიის ჩამონავლები არის ის სახელმწიფოები, რომლებიც სახლობენ. მაგრამ ყველა თავის ისტორიას წერს სხვათა ისტორიის გაუთვალისწინებლად ან შეურაცხყოფის მიზნით და ისტორიის გადაკეთებას აქვს ადგილი, რომელიც უპასუხოდ რჩება.

მე მინდა თქვენი აზრი წინადადებაზე. ჩვენი ქვეყანა, იმ პლატფორმებზე, სადაც ვმოღვაწეობთ, შევთავაზოთ დანარჩენ მსოფლიოს, ჩვენი ინტელექტუალური და ინფრასტრუქტურული პოტენციალის მზაობით, რომ საქართველოში შეიქმნას მსოფლიოს უძველეს ქალაქთა ისტორიული მემკვიდრეობითობის შემსწავლელი ცენტრი, რომელიც საფუძველს გააჩენს საერთო წარსულის დედამიწაზე მცხოვრები ქვეყნების ურთიერთპატივისცემის აღდგენას, მეცნიერულ საფუძვლებს. მე მინდა ამ ინიციატივაზე თქვენი აზრი მოვისმინო”, – განაცხადა ლადო კახაძემ.

ზოგიერთ ელჩს ბატების მწყემსადაც არ დავნიშნავდი – ელისაშვილი მინისტრს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები