LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოგიერთ ელჩს ბატების მწყემსადაც არ დავნიშნავდი – ელისაშვილი მინისტრს

32
BeFunky-collage (6)

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს უსმენენ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ საქართველოს ელჩების ნაწილს ელჩად არ დანიშნავდა.

„მე Პირადად დიდი კვლევა არ ჩამიტარებია, რამდენიმე ვიზიტით ვიყავი პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, რამდენიმე ელჩს შევხვდი. Ზოგიერთით ვიყავი აბსოლუტურად აღტაცებული, და ზოგიერთ ელჩს, ბატების მწყემსად არ დავნიშნავდი, ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს ელჩებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, – რამდენად ეფექტიანად მუშაობენ:

„ელჩებზე და მათი მუშაობის ეფექტურობაზე მინდა გკითხოთ. ფაქტია, ვართ პატარა, ღარიბი ქვეყანა და ყველგან არ გვყავს ელჩი. ვიცით, რომ ზოგიერთი რამდენიმე ქვეყანას ფარავს ერთდროულად. მაგრამ ისიც ფუფუნებაა, რომ ჩვენნაირი ღარიბი ქვეყანა ელჩებით არის წარმოდგენილი ბევრ ქვეყანაში. და წესით ისინი ძალიან ეფექტურად უნდა მუშაობდნენ და ქვეყნის სამსახურში ათენებდნენ და აღამებდნენ“.

„გაქვთ თუ არა რაიმე კრიტერიუმები, როგორ აფასებთ, ვინ მუშაობს კარგად, ცუდად, და ვინ რით არის დაკავებული“, – ჰკითხა ელისაშვილმა მინისტრ დარჩიაშვილს.

რეგლამენტის მიხედვით, მინისტრი დეპუტატების კითხვებს მოგვიანებით გასცემს პასუხს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები