LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: კომპანიებისთვის გავაკეთეთ პარკირების აბონემენტები, რომელიც გაცილებით იაფია წლის ჭრილში, შეუძლიათ შეიძინონ და თანამშრომლებისთვის გამოიყენონ

82
ing (1)

თბილისის მერის განცხადებით, 1 ივლისიდან, საბურთალოსა და ისნის რაიონებში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის 1 751 ადგილი გამოიყოფა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული რაიონების ქუჩებზე გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ადგილები შშმ პირებისთვის და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის, რომლებისთვისაც პარკირება უფასო იქნება.

“ჩვენ დავაანონსეთ, რომ 1 ივლისიდან საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე ამოქმედდება ზონალურ საათობრივი პარკირება.

კონკრეტულად, საბურთალოს ტერიტორიაზე ზონალურ საათობრივი პარკირება დაწესდება კოსტავას და ჟიული შარტავას ქუჩების ნაწილზე. გიორგი სააკაძის დაღმართსა და სხვა მიმდებარე ქუჩების ნაწილზე. აღნიშნულ ქუჩებზე გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ადგილები შშმ პირთათვის, რომელთათვის პარკირება უფასო იქნება, ასევე გათვალისწინებული იქნება A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის.

რაც შეეხება ისნის რაიონს, ზონალურ საათობრივი პარკირება ამოქმედდება – მეტროსადგურ სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, მეველეს ქუჩაზე. აღნიშნულ მისამართებზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსებული იყო 1 ივნისიდან, სადაც მოსახლეობამ შეძლო დამატებითი ინფორმაციის მიღება და ასევე ჩვენი თანამშრომლები ეხმარებოდნენ საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირებაში.

ამ პროექტის გათვალისწინებით 1751 ადგილი გამოიყოფა და ამ სივრცეში განხორციელდება ზონალური საათობრივი პარკირება”, – თქვა კალაძემ.

მერის განცხადებითვე, კომპანიებისთვის აბონემენტები გაკეთდა:

“კომპანიებისთვის და სხვადასხვა საწარმოებისთვის გავაკეთეთ აბონემენტები, რომელიც გაცილებით იაფია წლის ჭრილში, ვიდრე ყოველდღიურად ზონალურ საათობრივი პარკირების გადახდა. კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ აბონემენტები და შემდეგ გამოიყენონ თავიანთი თანამშრომლებისთვის”, – თქვა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, იქ, სადაც ზონალურ საათობრივი პარკირება მოქმედებს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ავტომობილის პარკირება, საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე უფასო იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები