LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: მე ვიქნები ყველას მერი, ჩემიანებად და სხვისიანებად დაყოფილი თბილისი არ არსებობს

63
კალ

დედაქალაქლის მერმა არჩევნების მეორე ტურის შემდეგ პირველად გამართა დედაქალაქის მთავრობის სხდომა.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ ის ყველას მერი იქნება.

„განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს და იმ ადამიანებს, ვინც ჩართული იყო საარჩევნო პროცესებში და ყველაფერს აკეთებდა, რომ წარმატებისთვის მიგვეღწია.

მადლობა მინდა გადავუხადო სხვა პარტიის მხარდამჭერებს. დარწმუნებული ვარ, მათაც მოსწონთ ის კარგი საქმეები, რასაც ჩვენ დედაქალაქში ვაკეთებთ. იმიტომ რომ ისინი თავიანთი შვილებითა და შვილიშვილებით ამ ქალაქში ცხოვრობენ.

და იმ ადამიანებს, ვისაც თბილისი უყვართ, დარწმუნებული ვარ, მოსწონთ, რაც 2017 წლიდან დაიწყო.

ჩემთვის უმთავრესი პრინციპია, რომ ვიყო აბსოლუტურად ყველას მერი. ჩემთვის არ არსებობს დაყოფილი თბილისი ჩემიანებად და სხვისიანებად.

ეს მიდგომა არ არსებობდა 2017 წლიდან მოყოლებული და ასე ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას. მე ვიქნები ყველას მერი. მინდა,  ყველა ადამიანის ენთუზიაზმი, ენერგია და ცოდნა გამოვიყენო და თბილისი ყველაზე მწვანე, ყველაზე კომფორტული, ყველაზე ჯანსაღი და ყველაზე მოწესრიგებულ ქალაქად ვაქციო“. – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g