მმართველი გუნდის ახალ სახეებს პოლიტსაბჭო არჩევს – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მაია მიმინოშვილი „ქართულ ოცნებაში“ უკვე დიდი ხანია მუშაობს, მაგრამ მისი მიმართულება ახალი სახეების შერჩევა არ არის.

„დიდი ხანია უკვე, ქალბატონი მაია მუშაობს ჩვენთან. მისი საქმიანობა ემსახურება სხვადასხვა მიმართულებას“, – განაცხადა კალაძემ.

“ფორტუნას” პარტიაში განუცხადეს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია მიმინოშვილი პარტიის წევრების გადამზადების მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მეტ დეტალზე “ქართულ ოცნებაში” ამ დროისთვის არ საუბრობენ.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05