LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე საქართველოში შემოსულ რუსებზე: არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს – მივესალმებით ტურისტების შემოდინებას

130
კახა კალაძე

„ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოდინებას. ეს შეიძლება იყვნენ რუსები, შეიძლება იყვნენ უკრაინელები, შეიძლება იყვნენ ბელორუსები, ყაზახები, სხვა და სხვა ქვეყნებიდან“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი მოსაზრებით, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და უფრო მეტიც, რაც უფრო მეტი ტურისტი იქნება, კალაძის თქმით, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანია.

„არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს – რაც უფრო მეტი ტურისტი იქნება, ეს რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის, ბიუჯეტისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კონკურენციას – რა თქმა უნდა ბიზნესს სჭირდება კონკურენცია, იმისთვის რომ განვითარდეს და წინ წავიდეს.“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g