კახი კალაძე და ანუკი არეშიძე შვილებთან ერთად საფრანგეთს ესტუმრნენ და პარიზში ისვენებენ. კახიმ „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ანუკისა და უფროს ვაჟთან ერთად არის გადაღებული, ერთ-ერთ კაფეში. წყვილს ვაჟის დაბადების დღეს ულოცავენ. როგორც ჩანს, შვილისთვის მნიშვნელოვანი თარიღის საზეიმო ვითარებაში აღნიშვნა კახიმ და ანუკიმ პარიზში გადაწყვიტეს.
ანუკის პარიზში გადაღებული არაერთი ფოტო უდევს, სადაც როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურება.