LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანდელაკი თალაკვაძეს: წუხელ, შემთხვევით ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად ხომ არ ჩამოფრინდით

756
BeFunky-collage (1)

ბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით? – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ვიდეო მიმართვას, სადაც მან მედია მიკერძოებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ არა დასასვენებლად, არამედ თავის კაბინეტში იმყოფება. თალაკვაძე ამტკიცებს, რომ იტალიაში, მეგობრის იუბილეზე არ ყოფილა.

გიორგი კანდელაკი კი ამბობს, რომ 22 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისში არჩილ თალაკვაძესთან ერთად ჩამოფრინდა.

“ბატონი არჩილ თალაკვაძე დილიდან გვიმტკიცებს არანაირ კომოს ტბაზე არ წავსულვარ და ცილს მწამებს სრულიად მედიაო. რადგან ჩვენმა პატივცემულმა

თავმჯდომარემ თავდაჯერებულობის დემონსტრირება ასეთ აღმატებულ და საზეიმო ტონში გადაწყვიტა, მიდა მას კითხვით მივმართო: ბატონო არჩილ, წუხელ,

შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით? მე და გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიის

ყრილობიდან დავბრუნდით და თქვენ სად ბრძანდებოდით ხომ ვერ გაგვიმხელთ? რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე

თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, „უკიდურეს მიკერძოებაში“ ამხილოთ”- წერს კანდელაკი

https://www.facebook.com/gkandelaki/posts/10156815105610496

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს განაცხადა, რომ „მთავარმა“ და „ფორმულამ“ გაავრცელეს „უკიდურესად მიკერძოებული და ძალიან პოლიტიზებული სიუჟეტი“ თითქოს ის იტალიაში, კომოს ტბაზე ისვენებს დევიდ ბექჰემთან თუ სხვა ვარსკვლავებთან ერთად.

მისი თქმით, ისინი საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ არჩილ თალაკვაძე ახლა იმყოფება კომოს ტბაზე დასასვენებლად, სინამდვილეში, კი ის დღეს დილიდან „როგორც ყოველთვის, საქართველოს პარლამენტშია და ჩვეულებრივი სამუშაო დღე აქვს” .

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები