LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინში აღმოჩენილი ნიჭი: გაიცანით 9 წლის დავითი და მისი საოცარი ნამუშევრები

2791
FORTUNA. GE

„ფორტუნას“ არაერთი ნიჭიერი ადამიანი აღმოუჩენია. ამჯერად კი, კიდევ ერთ გამორჩეულ ქართველს გაგაცნობთ.

დავით ბარბაქაძე 9 წლისაა და მხოლოდ 3 თვეა რაც ხატავს. მისი ნამუშევრებით საზოგადოება ჯერ კიდევ სოციალურ ქსელში აღფრთოვანდა, როდესაც პატარა ბიჭუნამ ნახატები ერთ-ერთ ჯგუფში გაავრცელა.

„ფორტუნა“ დავითის დედას დაუკავშირდა, რათა ამ საოცარი ბიჭუნას შესახებ უფრო მეტი გაგვეგო.

როგორც ლიკა გვიყვება, დათუნამ ხატვა კარანტინის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის დროს დაიწყო. მანამდე მხოლოდ სასკოლო დავალებებს ასრულებდა.

სახლში გამოკეტილმა ბავშვმა გადაწყვიტა, დრო უფრო საინტერესოდ გაეტარებინა და ხატვა დაიწყო.

 

დედა ასევე გვიყვება, რომ დავითს ფანქრები, საღებავებიც გამოელია, რადგან საგანგებო მდგომარეობის ფონზე, მათი შეძენა ჭირდა.

ამის შემდეგ დავითი საკუთარი ბინის სადარბაზოს მოხატვაზე გადავიდა. იყენებდა ყველა საშუალებას რათა დაეხატა.

დავითი სკოლის მოსწავლეა. მცხეთის N1 საჯარო სკოლაში სწავლობს და მე-5 კლასში გადადის. ბეჯითი მოსწავლეა და მეცადინეობისას დედის დახმარება არ სჭირდება. ფავორიტი საგანიც აქვს-მათემატიკა. ამბობს, რომ მატემატიკოსი უნდა გამოვიდეს. ხატვა კი, მისი ჰობია.

საოცარია, 3 თვეში პატარა ბიჭუნამ ისიც მოახერხა, რომ ყოველგვარი პროფესიონალის დახმარებით ეს ნამუშევრები ასეთ მცირე დროში შეექმა.

იმის მიუხედავად, რომ ხატვაზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ დადის, გამოსავალი მაინც იპოვა-ამჯერად „იუთუბზე“ უყურებს ვიდეოებს და ცდილობს ვიდეო-გაკვეთილების ყველა რჩევა ზედმიწევნით შეასრულოს.

დავითი ბარბაქაძეების ოჯახში ერთადერთი მხატვარი არ არის. ხატავს მისი უმცროსი ძმაც, საბაც, რომელიც ჯერ მხოლოდ 6 წლისაა. მან ხატვის სურვილი ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში გამოთქვა და უკვე არაერთი ნამუშევარი აქვს.

მხატვარ ძმებს, კიდევ ერთი ძამიკო ჰყავთ, 1 წლის ნოკოლოზი.

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები