LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარავი 60, კიტრი და პომიდორი 12 ლარი: რამდენად აძვირებენ მომსახურებას ტურისტებისთვის

149
b1c542c2cc23d42336d2ac041a869241

ნიკა დანელია „ფეისბუქზე“ ქართული ტურიზმის გადაჭარბებულ ფასებზე წერს. ერთ-ერთ ჯგუფში ის ხალხს უზიარებს ჩეხი ტურისტების გამოცდილებას, რომლებსაც სვანეთში კარვის გაშლა კაცზე 30 ლარი დაუჯდათ, ხოლო 4 პომიდორში და 2 კიტრში 12 ლარი გადაახდევინეს.

დანელია წერს, რომ საქართველოში ტურისტები დაბალი ფასების გამო ჩამოდიან და ასეთი ქცევა ტურიზმის სექტორისთვის წამგებიანი იქნება. 

„ჩეხ ტურისტებს ვმასპინძლობ, უსაყვარლესი წყვილია.სვანეთიდან ჩამოვიდნენ თბილისში, Backpacker-ები არიან, არც ისე მაღალბიუჯეტიანი.ცოტა იმედგაცრუებული არიან, მესტიამდე სანამ მიაღწევდნენ ერთ სოფელში გაჩერებულან, სახელი ვერ გამოთქვეს წესიერად და ვერ გავიგე, მაგრამ ვკითხავ ზუსტად, ნუ რა მნიშვენლობა აქვს. თემა არის ის რომ, გესთჰაუზში დარჩენაზე თითოს 60 ლარს თხოვდნენ ღამეში და უთხრეს ყველგან ასეთი ფასიაო, მესტიაზე არაა ლაპარაკი, (იქაც უფრო იაფია კიდე დასარჩენი) მანამდე რომელიღაც პატარა სოფელში გაჩერდნენ.

რეალურად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ტურისტები მოდიან არის რომ მათთვის იაფია საქართველოში დასვენება და თუ იგივე ფასს ახვედრებ რაც სხვაგანაც არის, ადგება და წავა უფრო განვითარებულ და უკეთესი ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში.

მოკლედ, ბოლოს რაღაც სახლი იპოვეს სადაც ყველაზე იაფად 30 ლარად(კაცზე) გააშლევინეს კარავი.

4 პომიდორი და 2 კიტრი ვიყიდეთ და 12 ლარი გადაგვახდევინესო…” – წერს ნიკა დანელია.

პოსტის კომენტარებში, ნაწილი ასეთი ფასებისთვის გესთჰაუსების მეპატრონეებს აკრიტიკებენ, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ ფასები მისაღებია და მაღალი სულაც არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები