LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასპში, ორი პირის მძევლად აყვანის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

83
BeFunky-collage

კასპში, ერთ-ერთ საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მენაბდიშვილს, გორის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მის ინტერესებს საზოგადოებრივი დამცველი იცავს, რომელიც პატიმრობის შეაფრდების გადაწყევტილების გასაჩირებას გეგმავს.

გამოძიების ინფორმაციით, ყოფილი პოლიციელი კასპში, ერთ-ერთი საამქროს ტერიტორიაზე ორი დღის წინ შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

მძევლების აყვანის გამო დაკავებულმა ყოფილმა პოლიციელმა, ბრალდების შესახებ დადგენილება დახია: გიორგი მენაბდიშვილის ადვოკატი

მადლობა, რომ გაითვალისწინეთ ჩვენი თხოვნა და არ გააშუქეთ მძევლების აყვანის თემა – ნინო გიორგობიანი მედიას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები