LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კასპში კაცი 11 წლის ბიჭს აქეზებდა, რომ 9 წლის ბავშვი ეცემა, შსს-მ გამოძიება დაიწყო

267
ავარია (1)

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კასპის მუნიციპალიტეტში კაცი 11 წლის ბიჭს აქეზებდა, რომ 9 წლის ბავშვი ეცემა, გამოძიება დაიწყო.

როგორც „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

ცნობისათვის, მედიაში სოფლის მცხოვრებთა განცხადებაზე დაყრდნობით დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი მცირეწლოვან ბავშვებს აჩხუბებდა და მობილური ტელეფონით ვიდეოებს, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში გავრცელების მიზნით უღებდა.

გავრცელებული ცნობით, სავარაუდო დანაშაული გუშინ სოფლის ცენტრში, დღის საათებში მოხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები