LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძევლების აყვანის გამო დაკავებულმა ყოფილმა პოლიციელმა, ბრალდების შესახებ დადგენილება დახია: გიორგი მენაბდიშვილის ადვოკატი

84
FORTUNA.GE- (1)

ორი ადამიანის მძევლად აყვანის გამო დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, გიორგი მენაბდიშვილს დღეს ბრალდება ოფიციალურად წარედგინა.

როგორც მისმა ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, მენაბდიშვილმა დადგენილება გადახია და კვლავ დუმილის უფლებას იყენებს.

“გამომძიებელმა რომ მიაწოდა, შეხედა დადგენილებას და გადახია. შიმშილობს, არავითარ საკვებს არ იღებს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძების საკითხს, თუ როდის გაიმართება, არ ვიცი, საქმის მასალები ახლა უნდა გადმომეცეს.” – განუცხადა სააგენტოს გაგოევმა.

დღესვე დაკავებულის ადვოკატმა თქვა, რომ გიორგი მენაბდიშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზე.

ყოფილმა პოლიციელმა, მძევლები 16 იანვარს კასპში აიყვანა, რამდენიმე საათში კი გაათავისუფლა. მენაბდიშვილი ადგილზე დააკავეს, მას ბრალად ედება სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდება. დანაშაული 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ორი პირის მძევლად აყვანისთვის დაკავებული გიორგი მენაბდიშვილის პროტესტი: ბრალდებული შიმშილობს და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები