LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეკო ჭელიძის ფილმის ,,მკვდარი სულების არდადეგები” მსოფლიო პრემიერა საერთაშორისო კინოფესტივალზე Hot Docs შედგება

330
keko-jelidze-movi

კეკო ჭელიძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ,,მკვდარი სულების არდადეგები” წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო კინოფესტივალზე Hot Docs. ფილმს აჩვენებენ სპეციალურ სექციაში The Changing Face of Europe.

“მკვდარი სულების არდადეგები” საპროდიუსერო კომპანია Parachute Films-ის პირველი დასრულებული ფილმია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი მოგვითხრობს 90-იანი წლების ქართული ალტერნატიული სცენის გამორჩეული მუსიკოსის – ლევან სვანიძის შესახებ, რომელიც გარეუბანში ხანდაზმულ დედასთან ერთად ცხოვრობს. ლევანი ცდილობს გაუმკლავდეს ყოფით პრობლემებს და დაიბრუნოს წარსული წარმატება.

შემოქმედებითი ჯგუფი:

მონაწილეობენ: ლევან სვანიძე, ლამარა სვანიძე, ინგა მღებრიშვილი, გია თოიძე
რეჟისორი: კეკო ჭელიძე
იდეის ავტორები: კეკო ჭელიძე, კოტე კალანდაძე
პროდიუსერები: კოტე კალანდაძე, ელენე მარგველაშვილი
საპროდიუსერო კომპანია: Parachute Films
ოპერატორი: კოტე კალანდაძე
მონტაჟი: კოტე კალანდაძე, კეკო ჭელიძე, ელენე ასათიანი
ხმა: კოტე კალანდაძე, ნიკა ფანიაშვილი
ფერების კორექცია: ლევან კუხაშვილი
მუსიკა: ლევან სვანიძე, გია თოიძე

Hot Docs დოკუმენტური ფილმების ყველაზე დიდი ფესტივალია ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი დოკუმენტური კინოფესტივალების ათეულში შედის. იგი ყოველწლიურად ტორონტოში იმართება და 200-მდე ფილმს სთავაზობს 200,000-ზე მეტ მაყურებელს მთელი მსოფლიოდან. ასევე, “მკვდარი სულების არდადეგები” წარდგენილია ფესტივალის მაყურებლის ჯილდოზე.

ფილმის პრემიერა საქართველოში 2020 წლის ბოლოს იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები