LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი დეგნანი: ერთმანეთზე თავდასხმა, მოღალატეების, პრორუსების ან „ომის პარტიის“ ძახილი საქართველოს არ სჭირდება, საქართველოს ახლა სჭირდება ერთიანობა

103
კელი-დეგნანი

მოხარულები ვართ, პრემიერის განცხადებით, მან პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდება მოხდება“ , – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც დეგნანი განმარტავს, სანქციები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რათა ომი შეჩერდეს და არ გაფართოვდეს.

ელჩმა ასევე თქვა, რომ საქართველოში არავის სურს ომში ჩართვა. ამერიკის ელჩის აზრით, ახლა ყველაზე მეტრად საქართველოს ერთიანობა სჭირდება.

“ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პოზიციაა ის, რომ საქართველო არ უნდა იყოს გამოყენებული სანქციების თავიდან აცილების კუთხით. ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ სანქციები მუშაობს, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა, რათა დაარწმუნოს პუტინი, რომ ეს ომი შეწყვიტოს. ამას კარგად ვხედავთ იმ მოლაპარაკებიდან, როდესაც ცეცხლის შეწყვეტაზეა საუბარი. რუსეთის მხარე ყოველთვის აყენებს საკითხს სანქციების მოხსნის თაობაზე. მოხარულები ვართ, პრემიერის განაცხადებით, მან პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც მოხდება რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდება.

რა თქმა უნდა, ამ საკითხს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. სანქციები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რათა ომი შეჩერდეს და არ გაფართოვდეს. არავის არ სურს, რომ საქართველო გახდეს ამ ომის სამიზნე. სამწუხაროა, როდესაც შიდა ქართულ პოლიტიკაში თავდასხმებია ერთმანეთის მიმართ, იძახიან: “მოღალატე”, პრორუსული პარტია” “ომის პარტია” და ასე შემდეგ. ეს ურთიერთდაპირისპირება სარგებელს აძლევს რუსეთს, საქართველოსთვის არ მოაქვს სარგებელი. იმედი მაქვს, რომ საქართველო გაამართლებს დევიზს – “ძალა ერთობაშია”,- აღნიშნავს დეგნანი.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია, წინ კიდევ დიდი გზაა, რომელიც მოითხოვს საზოგადოების მიერ წვლილის შეტანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. კელი დეგნანის განცხადებით, „საქართველოს მხარდაჭერის აქტში” აღნიშნულია კონგრესმენების მოწოდება, რომ გაძლიერდეს და გაგრძელდეს საქართველოს მხრიდან რეფორმებზე მუშაობა.

როგორც დეგნანი განმარტავს, თუ საქართველო რეფორმების დღის წესრიგის ერთგული გახდება, ახლო ნაბიჯი იქნება ევროკავშირსა და ნატო-ში.

“მხარდაჭრის აქტში აღნიშნულია კონგრესმენების მოწოდება, რომ გაძლიერდეს და გაგრძელდეს საქართველოს მხრიდან რეფორმებზე მუშაობა. ეს გულისხმობს რეფორმებს უსაფრთხოების სფეროში, დემოკრატიულ რეფორმებს სასამართლო მიმართულებით და საპარლამენტო ზედამხედველობის რეფორმებს. ეს მოწოდებებიც არის მხარდამჭერ აქტში. თუ საქართველო აღნიშნული რეფორმების დღის წესრიგის ერთგული იქნება, რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ უფრო ახლო ნაბიჯი ევროკავშირსა და ნატო-ში”,- აღნიშნავს დეგნანი.

გარდა ამისა, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციებს „სერიოზულად მიუდგეს და ყურადღებით განიხილოს“.

ამასთან, როგორც კელი დეგნანმა განაცხადა, აშშ მოუწოდებს ასევე მთავრობას, რომ სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა კვალიფიციური პროფესიონალი ექიმებისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები