LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კერძო პირმა სახლამდე მისასვლელ გზაზე, თვითნებურად დააგო“ – სურამში ხეების გარშემო დაგებულ ბეტონს ამტვრევენ

661
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (12)

„სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში, კერძო პირმა, სახლამდე მისასვლელ გზაზე, თვითნებურად, დააგო ბეტონი და მათ შორის ხეებიც ჩააბეტონა, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, აღნიშნული ტერიტორია სატყეო ფონდის საკუთრებაა“, – ეს განცხადება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ფოტო სურამიდან, სადაც ჩანს, რომ ნაძვის ხეები დაბეტონებულია.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შემთხვევა არასამუშაო დღეებში მოხდა.

„მას შემდეგ, რაც ფაქტის შესახებ, მუნიციპალიტეტისთვის გახდა ცნობილი, ადგილზე გავიდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.

 

 

სურამში ნაძვები ჩააბეტონესო, რა იყო, არ ხმებოდა ისე? ადგილი დასჭირდებოდა ვინმეს

Posted by Nataly AndronIkashvili on ორშაბათი, 15 მაისი, 2023

 

 

ამ ეტაპზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის კანონის მიხედვით.

იმ შემთხვევაში თუ პირი სამართალდარღვევას დროულად არ აღმოფხვრის, რაც ტერიტორიის ადრინდელ მდგომარეობაში დაბრუნებას გულისხმობს, დაეკისრება შესაბამისი მკაცრი სანქციები.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ გარემოს და თავი შევიკავოთ უკანონო ქმედებებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის დამრღვევი პირების მიმართ გატარებული იქნება შესაბამისი ღონისძიებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

სურამში ხეების გარშემო დაგებულ ბეტონს ამტვრევენ
მოზაიკა/Mozaika
#სურამი

Posted by Mega TV • მეგა TV on ორშაბათი, 15 მაისი, 2023

 

 

ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, სურამში ხეების გარშემო დაგებულ ბეტონს ამტვრევენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g