LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხაბე“ არის მკაცრი – 4 საათამდე მისცა ვადა მელიას და არ გადათქვამს! – ის კაცი შევარცხვინე, რომ აგდებენ, პანჩურს ურტყამენ და კიდევ იმ პარტიას ებღაუჭება“ – ირაკლი ზარქუა

220
ზარქუ მზა

„ხაბე“ არის მკაცრი – 4 საათამდე მისცა ვადა მელიას და არ გადათქვამს! – ის კაცი შევარცხვინე, რომ აგდებენ, პანჩურს ურტყამენ და კიდევ იმ პარტიას ებღაუჭება,“ – ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა.

„მელია, ჩემო ძმაო, 4 საათამდე გაქვს ვადა, ასე რომ, ჩამოყალიბდი, გინდა ,,ნაცებში“ ყოფნა?  „ხაბე“ დაუნდობელია, შეუბრალებელი, არ გადათქვამს! ვუყუროთ ახლა ამ ხელმოცარულებს,“ – განაცხადა ზარქუამ.

გურამ მაჭარაშვილი: ენმ-ს მიმართ რეკომენდაცია მაქვს – თავმჯდომარის ერთი პოსტი დაამატონ, ლუწ რიცხვებში ხაბე იქნება, კენტ რიცხვებში – მელია

გურამ მაჭარაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს ისეთი სიხშირით ატარებენ, რომ, მგონი, პარლამენტის მორიგი არჩევნები საერთოდ გამორჩებათ“.

ინფორმაციისთვის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საზოგადოებას დღეს, 16:00 საათის შემდეგ ექნება კონკრეტული ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც უერთდება მანიფესტს და შესაბამისად იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.

„არც ერთი თანამდებობა არ ღირს იმად, რომ პარტიის ერთიანობა დაირღვეს – ამ სიტუაციაში გამოსავალია, ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვოს“ – გიორგი მუმლაძე

„მე კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო ყოფილი პოლიტიკური საბჭოს წევრებს – ყველა ის ადამიანი, ვინც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოში და შეუერთდება პრეზიდენტ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს, სადაც ცალსახად წერია ერთობის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს ადამიანები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში და წარმოადგინონ პარტია,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ლევან, ამ სკამს ნუ ჩაეჭიდები“ – „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები ლევან ხაბეიშვილს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ

„ლევან ხაბეიშვილმა დაპირებების შესრულების ნაცვლად, დაიწყო ადამიანების გაყრა და „ქართული ოცნების“ ნარჩენებით პარტიის გავსება“ – ხაბეიშვილს გადადგომისკენ ფოთის, მცხეთისა და ახალციხის საკრებულოების „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც მოუწოდებენ

ენმ-ის ზუგდიდის, ხობისა და ჭიათურის საკრებულოების წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g