LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი: ივანიშვილი და წულუკიანი პასუხისმგებლები არიან იმ ვანდალიზმზე, რაც გელათში ხდება – უნდა განვდევნოთ ეკლესიიდან, წულუკიანები, მაჯლაჯუნები, ეშმაკები

160
ხაბეიშვილი ქუთაისში

„რასაც აკეთებდა რუსეთი ჩვენს ეკლესიებთან დაკავშირებით, იმავეს აკეთებს კრემლის ხელდასხმით ბიძინა ივანიშვილი და ქალბატონი წულუკიანი, რომელიც ანადგურებს გელათს და ამასთან დაკავშირებით დასკვნა დადო, მისივე სამინისტროს კონკრეტულმა სამსახურმა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გელათში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა დღეს ქუთაისში აღნიშნა, ტაძარი ნადგურდება და აუცილებელია დროული რეაგირება. მანვე თქვა, რომ შეთავაზება აქვს კულტურის მინისტრთან და მზად არიან, უზრუნველყონ საუკეთესო ექსპერტების ჩამოყვანა, რომ ტაძარი გადარჩეს.

„თეა წულუკიანის სამინისტროში შემავალმა კეთილსინდისიერმა ადამიანებმა გელათთან დაკავშირებით დასკვნა დაწერეს, რომ არის უმძიმესი მდგომარეობა. დიახ, ბიძინა ივანიშვილი და წულუკიანი არიან პასუხისმგებლები იმ ვანდალიზმზე, რაც ხდება.აქედან ახლოს, არის ბაგრატი, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით აღდგა, ასევე აღდგა უამრავი ეკლესია. ამ დროს ივანიშვილი ანადგურებს კულტურულ მემკვიდრეობებს.

მე მაქვს კონკრეტული შეთავაზება, გვინდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ექსპერტები ჩამოვიყვანოთ და მზად ვართ, უზრუნველყოთ ყველაზე კარგი ექსპერტების ჩამოყვანა ჩვენი ხარჯით. ამიტომ გვიწევს წულუკიანთან ეს შეთავაზება, რომ თქვენ დაანგრიეთ გელათი და წაშალეთ ისტორია.

ჩვენ უნდა განვდევნოთ ეკლესიიდან, წულუკიანები, მაჯლაჯუნები, ეშმაკები, ამ ხალხმა არ უნდა დაიბუდოს აქ.

ან მიიღეთ ეს შეთავაზება, ან ხალხის პასუხი უნდა იყოს ადეკვატური და თუ საჭირო იქნება ღონისძიებები უნდა გავატაროთ.“– განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამავე თემაზე:

„პოლიტიკურად ანგაჟირებული კრიტიკა“ – კულტურის სამინისტრო გელათთან დაკავშირებულ კვლევაზე

„დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნით და აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს“ – საპატრიარქო გელათის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

პოპულარულები