LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი: მთავარსარდალი რომ ციხეში მოკლას და პუტინს ჩააბაროს ანგარიში, ეს ისწავლა რატი ბრეგაძემ გერმანიაში, როცა პრეზიდენტ სააკაშვილის დაფინანსებით წავიდა?!

149
ლევან ხაბეიშვილი

“რატი ბრეგაძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც მონაწილეობას იღებს პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის მკვლელობაში“. – ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ, სადაც სადაც იუსტიციის მინისტრს უსმენენ.

მისი თქმით, ღირსეული პარლამენტი რატი ბრეგაძეს არ უნდა უსმენდეს.

„არ დაგვავიწყდეს და კიდევ ერთხელ შევახსენებ მას, პრეზიდენტი სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო მისი გერმანიაში განათლება და ეს განათლება მიიღო, რომ ადამიანი, პრეზიდენტი, მთავარსარდალი ციხეში უნდა მოკლას და მისი უფლებები დაარღვიოს მუდმივად, პუტინს ჩააბაროს ანგარიში, “აღლიცინოს” რუსული პროპაგანდა, ეს ისწავლა გერმანიაში, როცა პრეზიდენტ სააკაშვილის დაფინანსებით წავიდა?!

დღეს რაღაც პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებდა, რომ თურმე ვინმე ოროსანია, თავისკენ მოიკითხოს ოროსნებიც და მკვლელებიც. მან და იმ ადამიანებმა, ვინც პრეზიდენტ სააკაშვილის წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობენ, უნდა იცოდნენ, რომ ყველგან შეექმნებათ პრობლემა ამ ქვეყანაში, მათ არ ექნებათ მოსვენება არც პარლამენტში და არც პარლამენტს გარეთ. რატი ბრეგაძეს დღეს ღირსეული პარლამენტი არ უნდა უსმენდეს. ეს კაცი არის ჩამოყალიბებული მანიაკი და მკვლელი, რომელიც იმ გასაჯაროებული კადრების შემდეგ ბედავს და მოდის პარლამენტში,”- განაცხადა ხაბეიშვილმა.

„მაგ უზრდელობაზე როგორ გიპასუხო, ქალი ხარ“ – იუსტიციის მინისტრი ანი წითლიძეს

შეგახსენებთ, ამ წუთებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს უსმენენ.

რატი ბრეგაძე „მინისტრის საათის“ ფორმატში, უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს და სამინისტროს გეგმებზე ისაუბრებს, ამის შემდეგ კი ის დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები