LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი: შოვის ტრაგედიაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა უმნიშვნელოვანესია, ამ საკითხზე ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანები

158
ხაბეიშვილი ელჩთან

შოვის ტრაგედიაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა უმნიშვნელოვანესია, ამ საკითხზე ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა შოვის ტრაგედიაზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„საზოგადოებას აინტერესებს კითხვებზე პასუხი და არა რუსი კობახიძის მიერ უკვე გამოძიებული, რომელიც ამბობს, რომ თურმე არაფერი არ შეშლია ხელისუფლებას. იმ პირობებში, როდესაც მთელმა საქართველომ პირდაპირ ეთერში იხილა, რამდენიმე საათის განმავლობაში როგორ ებრძოდნენ ადამიანები სტიქიას.

ამიტომ, არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ შერჩება რუსულ პარტიას და მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, კონკრეტული დამნაშავეების შესახებ. რუსული პარტიის რუსი შოთაძე-კობახიძე ამას არ გამოიძიებს, ეს ყველამ კარგად იცის, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები