LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი იყო თბილისში, დევნილების საცხოვრებელ კორპუსში

119
BeFunky-collage - 2020-09-21T103641.591

თბილისში, წუხელ გვიან ღამით, დევნილების საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა დიღმის მასივის პირველ კვარტალში მოხდა. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ინფორმაცია “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, ცეცხლი დროულად იქნა ლიკვიდირებული.

ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი კორპუსის სარდაფში დენის სადენებს გაუჩნდა.

ხანძარს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები