სენაკში ხანძარს 90 წელს გადაცილებული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნაფეტვარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხანდაზმული ქალი დაიწვა.

ადგილზე გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ შეშის ღუმელში ნაკვერჩხლის აალების შედეგად გაჩნდა. მეზობლების თქმით, ქალი შინ მარტო იმყოფებოდა.

ადგილზე გამოიძახეს სამაშველო-სახანძრო სამსახური, სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია 188-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის მოსპობას ან სხვა მძიმე შედეგს.

ხანძარი ზუგდიდში – საცხოვრებელ სახლში ელექტროპლიტის აალებამ გაზის ბალონის აფეთქება გამოიწვია

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05