დიღომში, ბელიაშვილის 121 ნომერში სასაწყობე ფართში ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ფორტუნასთან” განმარტეს, რომ აღნიშულ ფართში ცეცხლი საბურავებს და მუყაოს ყუთებს უკიდია. ადგილზე 12 სახანძრო ბრიგადა მუშაობს, თუმცა ცეცხლის ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.

დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად “ფორტუნას” საინფორმაციო ჯგუფი ამ წუთებში მუშაობს.

 

მსგავსი თემები