LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანგრძლივი აპლოდისმენტები „სუხიშვილებს“ და უკრაინაში ფეხზე წამომდგარი დარბაზი

410
suxishvlebi-samaia

2 თებერვალს ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა „სუხიშვილები“ დაიწყო ხანგრძლივი ტური, რომელიც რამდენიმე ქვეყანას მოიცავს, 28 მარტს სრულდება. სულ ამ ტურნეს ფარგლებში „სუხიშვილები“ 55 კონცერტს გამართავენ. პირველი კონცერტი უკრაინაში სწორედ 2 თებერვალს გაიმართა, უკრაინის ქალაქების შემდეგ მათ მოლდოვაში გადაინაცვლეს, შემდეგ პოლონეთს მიაშურებენ და ტურს ისევ უკრაინაში დაასრულებენ.

ახლახან ერთ-ერთი კონცერტიდან, რომელიც მოლდოვაში გაიმართა, თავად „სუხიშვილების“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ფოტოები და ვიდეო, სადაც ჩანს, როგორი ხანგრძლივი აპლოდისმენტებით აჯილდოვებს ფეხზე წამომდგარი დარბაზი ქართული ანსამბლის წევრებს.

ფოტო: პლატონ პეტრუ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები