LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია შამუგია: „ამ კომპანიაში გავატარე 12 წელი და უმიზეზოდ დამემშვიდობნენ…“

5251
xatiashamugia20345

ლელა წურწუმიას შოუს ხატია შამუგია ესტუმრა. ახლახან ის იმ კომპანიიდან წამოვიდა, სადაც 12 წლის განმავლობაში მუშაობდა. პარფიუმერიის სფეროში საქართველოში ხატია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე გახდა და ეს საქმე ძალიან უყვარდა. ხატიამ ემოციების გარეშე სამსახურის დაკარგვაზე ვერ ისაუბრა – „არ ვიცი, რატომ მეგონა, რომ ამ კომპანიაში უნდა დავბერებულიყავი…“, აღნიშნა ცნობილმა პიარსპეციალისტმა.

ხატია შამუგია:

სამსახურივით არის იყო ეს კომპანია ჩემთვის… წარმოდგენა არ მქონდა არაფერზე. იმ დღეს შუ გავაკეთე და სამსახურში მივიტანე გასასინჯად. გენერალური დირექტორის კაბინეტში რომ შევიტანე, ეიჩარის სამსახურის უფროსთან ერთად იჯდა… ახლა მახსენდება, რაღაცნაირი სახეები ჰქონდათ, თითქოს რაღაცას განიცდიდნენ. არც მიფიქრია არაფერი, პანდემიაა და ვიფიქრე, ბევრი საფიქრალი ჰქონდათ. ამ სამსახურისთვის ნამდვილად ოჯახზე მეტი დრო მაქვს მოხმარებული, მართლა ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო… უცებ ვიგებ, რომ ხედვები შეეცალათ… ან არ მახსოვს მიზეზი, ისეთი შოკი იყო ჩემთვის… მოკლედ, დადგა ჩვენი დამშვიდობების წუთები. ვერ გავიგე, როგორ მითხრეს… ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელთანაც ყველაზე ახლოს ვიყავი, ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ მან აიღო საკუთარ თავზე იმის თქმა, რომ ეთქვა, სხვა ფორმატში უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა შენთან, სამუდამოდ არ გემშვიდობებითო… რას ნიშნავდა ეს, არც დავინტერესებულვარ. თუნდაც ის რომ გამეგო, რომ უკმაყოფილოები იყვნენ, ესეც იმავეს ტოლფასი იყო, რადგან იმდენი რამ მაქვს ამ სამსახურში ჩადებული…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები