LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხდება ლექსო ლაშქარავას „გაშავება“ და იმ ფაქტების ამოღება, რომელიც მოსახლეობას კეთილგანწყობას დააკარგვინებს: ანა დოლიძე

616
ანა დოლიძე

პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ დღეს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, ლექსო ლაშქარავას „გაშავება“ და იმ ფაქტების ამოღება ხდება, რომელიც მოსახლეობას მის მიმართ კეთილგანწყობას დააკარგვინებს.

ლექსო ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: შსს

დოლიძის განმარტებით, მედია მენეჯერების მოთხოვნა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ სამართლიანია. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპერატორის გარდაცვალების საქმის გამოძიება სამართლიანად მოხდეს.

ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით, ისეთი მნიშვნელოვანი თემის გადაფარვა ხდება, როგორიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაა. მისი თქმით, „სამწუხაროდ ხელისუფლებამ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად ისეთი ხალხი აარჩია, რომლებიც ყველაზე მორჩილები არიან და გარეთ დატოვა ისინი, ვისაც საკუთარი აზრი გააჩნია.

პარლამენტმა მოსამართლეობის 6 კანდიდატი დაამტკიცა

„როგორც ჩანს ჩვენ ვვარდებით ისევ და ისევ იმ ჯამში და იმ თამაშში, რომელსაც ჰქვია ორპოლიუსიანობა.

მედია მენეჯერების მოთხოვნა, რა თქმა უნდა არის სამართლიანი, ოპერატორის გარდაცვალების გამოძიება უნდა მოხდეს ნორმალურად და არა ისე, როგორც ახლა. ფაქტობრივად მიდის მისი გაშავება და იმ ფაქტების ამოღება, რომელიც მოსახლეობას კეთილგანწყობას დააკარგვინებს.

თუ შევხედავთ პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლას, მათ ძალიან კარგად იციან ორპოლუსიანობის თამაში, რომ იპოვო ყოფილი, ან მოქმედი ნაციონალი და ააგო ისევ ანტი კამპანია, რაშიც იკარგება საზოგადოების უმრავლესობის საღი აზრი.

ის რაც დღეს ვნახეთ პარლამენტში, ჩვენი მოსახლეობის 95 %-ს არ შეიძლება მოსწონდეს ან ჟურნალისტების დარბევა, ან ის რაც დღეს ხდებოდა.

ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მოსამართლეებს უკავშირდება. ამ დავიდარაბის შედეგად გადაიფარა უმთავრესი საკითხი, სადაც ოცნება არის მტყუანი. ეს არის მოსამართლეთა დანიშვნები უმაღლეს სასამართლოში. მთელი ეს სიმახინჯე, რის გამოც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ტელევიზორს აღარ უყურებს, ამით გადაიფარა უსერიოზულესი საქმე, რომელიც ოცნებამ გაჩარხა.

სამწუხაროდ ოცნებამ აარჩია ყველაზე მორჩილები. გარეთ დატოვა ისინი, ვისაც საკუთარი აზრი აქვს ხოლმე.და ამით ნებისმიერი დარჩენილი ვაკანსია მისცა კლანს და საკუთარ თავს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g