LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხიდაშელი ხაბეიშვილის განცხადებაზე: აფრენს, ვერ არის ჭკუაზე ის ადამიანი, ვინც მე პოლიტიკაში ძალით მაკვეხებს

45
ხაბეიშვილი და ხიდაშელი

„აფრენს, ვერ არის ჭკუაზე ის ადამიანი, ვინც მე პოლიტიკაში ძალით მაკვეხებს“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის მოწოდების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც ერთადერთი გზა, ბიზნესმენებისგან ბიძინა ივანიშვილის მხილებაა.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა ბიზნესმენებს – ვანო ჩხარტიშვილს, ირაკლი რუხაძეს, დავით ხიდაშელს და ოთარ ფარცხალაძეს, რომ გააკეთონ არჩევანი ცივილიზებულ სამყაროსა და რუსეთს შორის.

„ეს დასტურია, რომ ივანიშვილის ოჯახის წევრებს და პირადად მას, რუსეთში, ტერორისტული რეჟიმის წარმომადგენლებთან ძალიან მჭიდრო კავშირები აქვთ“ – ენმ ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის სანქციების დადებას ეხმაურება

წყარო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები