LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოაკინ კორტესი ჯულიანა ბარ-გნარის ცეკვით აღფრთოვანდა

3551
kortes-bargnar

ფლამენკოს ცნობილი შემსრულებელი, ხოაკინ კორტესი ქართული „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრი გახლავთ. კორტესი ყველა გადაცემაში მონაწილეობს. ის საკმაო სიმკაცრით გამოირჩევა და ქულებსა და კომპლიმენტებს ადვილად არ არიგებს, თუმცა გუშინდელ გადაცემაში განსაკუთრებულად ჯულიანა ბარ-გნარის შესრულება გამოჰყო.

ჯულიანა ფეხბურთელ დავით თარგამაძის პარტნიორია. მათ პასოდობლე შეასრულეს და ნომერი ეფექტურად დაასრულეს.

ხოაკინ კორტესმა საკუთარი შეფასება სწორედ ჯულიანას ქებით დაიწყო და აღნიშნა: „პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჯულიანა არაჩვეულებრივი მოცეკვავეა“, რასაც დარბაზის მხრიდან დიდი ოვაციები მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ჯულიანა ბარ-გნარი „ცეკვავენნ ვარსკვლავების“ თითქმის ყველა სეზონის მონაწილე გახლავთ.

ფოტო: „ცეკვავენ ვარსკვლავების“ „ფეისბუქ“-გვერდი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები