LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუხაშვილი: „რუსთავი 2“-ის საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიზებულია და არანაირი კავშირი ე.წ. სამართლიანობის აღდგენასა თუ თანხების გაფლანგვასთან არ აქვს

68
გია ხუხაშვილი

„რუსთავი 2-ის საქმე და მასთან დაკავშირებული ყველა „სამართლებრივი“ ქმედება, 2012 წლიდან, თავიდან ბოლომდე პოლიტიზებულია და არანაირი კავშირი ე.წ. სამართლიანობის აღდგენასა, თუ თანხების გაფლანგვასთან არ აქვს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.

მისი მოსაზრებით, თუ ვინმეს სამართლიანობის აღდგენა უნდოდა, სწორი იქნებოდა თავიდანვე რეალური კანონიერი მფლობელების, დვალი-აქიმიძის უფლებებში აღდგენა.

მისივე სიტყვები, ამით დღეს სახელმწიფოც მოგებული იქნებოდა, „რუსთავი-2“-ც დამოუკიდებელი და არც ოპონენტებს ექნებოდათ სალაპარაკო.

„რატომ არ მოიქცა, მიუხედავად ჩემი ათასგზის მცდელობისა, ასე ივანიშვილი? იმიტომ, რომ დვალი არ იყო თანახმა ეს ხელისუფლების ლოიალობის ფასად გაეკეთებინა, ხალვაშისგან განსხვავებით, რომელიც იდეალური კანდიდატი გამოდგა ხელისუფლებისთვის, რადგან ერთის მხრივ, ის თავის დროზე იყო კანონიერი მფლობელისთვის ქონების წართმევის ინსტრუმენტი, შესაბამისად კომპრომეტირებული და ადვილად სამართავი. მეორეს მხრივ კი შურისძიების წყურვილით შეპყრობილი, რაც არაერთხელ გამოუვლენია.“ – წერს გია ხუხაშვილი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 მაისს, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ასევე მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ხათუნა ლაგაზიძე: ყველაზე დიდი ოპოზიციური არხის დირექტორის დაჭერა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის განხილვის წინ, წიხლის კვრაა ევროპული პერსპექტივისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები