LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუმრობა წავიკითხე „ფეისბუკზე“, „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ბიძინა რომ ჩაუწერო რეზოლუციაში, იტყვიან, რომ ბიძინა კულუმბეგოვზეა საუბარი და არა ივანიშვილზე: გიორგი ვაშაძე

125
გიორგი ვაშაძე

„საინტერესო ხუმრობა წავიკითხე „ფეისბუკზე“, „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ბიძინა რომ ჩაუწერო რეზოლუციაში, იტყვიან, რომ ბიძინა კულუმბეგოვზეა საუბარი და არა ივანიშვილზე“, – აღნიშნული განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, რითაც მმართველი გუნდის პოზიციას ეხმიანება, რომლებიც თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ რეალობას მოწყვეტილია, თუმცა, მათ რეალობაში ხალხი დააბრუნებს.

„საკმაოდ საინტერესო ხუმრობა წავიკითხე გუშინ „ფეისბუკზე“, ამ ხუმრობაში ეწერა, „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ბიძინა რომ ჩაუწერო რეზოლუციაში დასკვნაში იტყვიან, რომ ბიძინა კულუმბეგოვზეა საუბარი და არა ივანიშვილზე. ეს არის ჩემი პასუხიც. ორჯერ ორი არის ოთხი, ამ ქვეყანაში არის ერთი მთავარი ოლიგარქი და ის არის წინაღობა საქართველოს ევროინტეგრაციის. ბიძინამ თავი ამოწურა, ოღონდ არა კულუმბეგოვმა, ივანიშვილმა.

„ქართული ოცნება“ აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას, მაგრამ ქართველი ხალხი მათ ამ რეალობაში დააბრუნებს. როდის ნახეთ ამდენი ადამიანი თავის მოტივაციით, გულანთებული გამოსული ქუჩაში? ამ კითხვას გასცეს პასუხი ყველამ. ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, ვინც გუშინ შეიკრიბა რუსთაველზე და მთელი მსოფლიოდან გულშემატკივრობდა ასობით ათასი ემიგრანტი, ძალაუფლება მათ ეკუთვნით და არა ოლიგარქატს. ოლიგარქატი უნდა დავასრულოთ ქვეყანაში, დეოლიგარქიზაციის გარეშე კანდიდატის სტატუსი არ იქნება, შესაბამისად, „ქართულ ოცნებას” ეს 2-3 დღე კიდევ აქვს დარჩენილი, 24- ში ჩვენ აუცილებლად წარვადგენთ გეგმას“, – განაცხადა ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები