LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხუთასამდე ადამიანმა მომწერა, რომ მოხალისედ სურთ უკრაინაში წამოსვლა, ბევრი უპასუხოდ დავტოვე, ამიტომ აქ დავწერ საჯაროდ და ყველასთვის…” – რა მიმართვას ავრცელებს ირაკლი ოქრუაშვილი

4290
1647765276_1647511737_99999999999

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.

როგორც ოქრუაშვილი წერს, მას უკრაინაში წასვლის თაობაზე ბევრი ადამიანი მიმართავს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი საჯაროდ მოუწოდებს მათ, თუ არ აქვთ საბრძოლო გამოცდილება, უკრაინაში წასვლისგან თავი შეიკავონ.

„ჩემი ბავშვობა უკრაინის ომში მოკვდა, რასაც ასო Z აწერია ყველაფერს ვესვრი“ – ირაკლი ოქრუაშვილი

“ხუთასამდე ადამიანმა მომწერა რომ მოხალისედ სურთ უკრაინაში წამოსვლა. ბევრი უპასუხოდ დავტოვე, ამიტომ აქ დავწერ საჯაროდ და ყველასთვის.

კარგად მესმის ყველას მოტივაცია, გულანთება და ჟინი, მაგრამ ყველას გირჩევთ დაივიწყეთ აქ წამოსვალზე ფიქრი თუ:

ა) არ გაქვთ საბრძოლო გამოცდილება (ავღანეთში და ერაყში სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობაც კი არ მიიჩნევა აქ საბრძოლო გამოცდილებათ);

ბ) არ იცით ენა (რუსული ან ინგლისური);

გ) არ გაქვთ დამოუკიდებლად ჩამოსვლის საშუალება (ბილეთის შეძენა და სხვა).

დ) თუ ფიქრობთ რომ მხოლოდ 2-3 კვირით გინდათ ჩამოსვლა;

აქ სულ სხვანაირი ომია და ძალიან ბევრი საქართველოდან ჩამოსული უკან გაბრუნდა ამის გამო. ჯობია უკრაინას დავეხმაროთ და ტვირთად არ დავაწვეთ,” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

„როგორ მშურს იმ მღვდელის, უკრაინელი ბებოს აღსარებას რომ ჩაიბარებს, მოწამლული ღვეზელებით რომ გაუმასპინძლდა რუსის სალდათებს“: ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი: ვერ წარმოვიდგენდი თუ 48 წლის ასაკში, საქართველოს თავისუფლებისთვის უკრაინაში ვიბრძოლებდი, თანაც იარაღით ხელში

„წასვლამდე იყო პირობა, რომ დაბრუნდება“- ცნობილი ქართველები, რომლებიც უკრაინაში საქართველოს დასაცავად წავიდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g