ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილება 12 იანვარს, 11:00 საათზე გამოცხადდება.
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წინასწარ საკუთარ ვარაუდს გამოთქვამს ექსპერტი გია ხუხაშვილი.
„ხვალინდელი განაჩენის ფასია მინიმუმ 1,5 მილიარდი დოლარი.
ხელისუფლებამ საარბიტრაჟო დავაში უნდა ამტკიცოს, რომ ანაკლიის პროექტის ჩაშლა განაპირობა საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობამ და არა ოპერატორის მიმართ უკანონო დევნის გამო პოტენციური ინვესტორების დაფრთხობამ.
გამამართლებელი განაჩენი ირიბად ადასტურებს უკანონო დევნას და არბიტრაჟს ხელისუფლება წააგებს. ფასი – 1,5 მილიარდი დოლარი.
გამამტყუნებელი კი ადასტურებს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ ვართ და მაღალი ალბათობით ვერც არბიტრაჟს გადაარჩენს.
ფასი – ბნელი მომავალი + სავარაუდო 1,5 მილიარდი დოლარი. ასეთ ჩიხში შეიყვანეს თავი და რაც მთავარია, ქვეყანა…“. – წერს გია ხუხაშვილი სიოციალურ ქსელში.
ხაზარაძე პროკურორს – შენ გგონია 9 წლის მეშინია? ციხეში წასვლის მეშინია?