LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთხელ: რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან და რა დარჩა

214
90791563-2474057176029600-4386659784003158016-o

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება, რომ 23 მაისიდან გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, ე.წ. კომენდანტის საათიც.
ამასთან, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის შესაბამისად დარეგულირდება მთავრობის დადგენილებით ყველა ის შეზღუდვა, რომელიც იმოქმედებს საქართველოში 15 ივლისამდე.

 

მაშ ასე:

კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში და საკარანტინო ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები. ასევე, საკარანტინო ზონად რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

გაუქმდა 3-კაციანი შეზღუდვა ავტომობილებში და რჩება მხოლოდ ტაქსის მომსახურების შემთხვევაში. აგრეთვე, ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება გამოიყენოს პირბადე.

გაუქმდა შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ, ვინაიდან ისინი არიან მაღალი რისკის კატეგორიის ჯგუფში, რეკომენდირებულია, უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ ქუჩაში და დარჩნენ სახლში.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობასთან ერთად იხსნება შეზღუდვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შეკრებასა და მანიფესტაციაზე.

23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულოა პირბადეების ტარება, მათ შორის ვაჭრობის ობიექტებში. ასევე, კვლავ სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვა.

 

შეზღუდული რჩება:

სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი. კონკრეტულად, საუბარია იმ პროდუქციაზე, რომელიც აუცილებელია Covid-19-თან ბრძოლისთვის.

რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;

ასევე, ამ ეტაპზე სასტუმროების ფუნქციონირება შეზღუდულია, გარდა საკარანტინო ზონებისა.

ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა – გარდა ონლაინ ვაჭრობისა;

შეზღუდული რჩება ე.წ. მოლების და ბაზრობების ფუნქციონირება (გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ);

სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ასეთი ღონისძიებების ჩატარება.

აზარტული და მომგებიანი თამაშების მომსახურება, გარდა ელექტრონული ფორმისა.

ასევე ზოგიერთი სახელმწიფო სერვისი კვლავ განხორციელდება დისტანციურად.

ძალაში რჩება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრის შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა – ქორწილი, დაბადების დღე, ქელეხი და ა.შ.

ყველა ბიზნესსუბიექტი, რომელიც საქმიანობას აგრძელებს, ვალდებულია, დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც წარმოდგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ხოლო სურსათის წარმოებისას სავალდებულოა – სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება.

შეზღუდვები შენარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე.

 

ყველა აღნიშნული შეზღუდვის ეტაპობრივ მოხსნასთან დაკავშირებით, იმსჯელებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, და გადაწყვეტილებებს მიიღებს ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.
სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, მის ქვეშ არსებული ოპერაციული შტაბები და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი 144.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები