LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ ჩენ ინის გაუჩინარებული ცოლი წლების შემდეგ პირველად გამოჩნდა

108
kimchanin

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის 31 წლის მეუღლე, ლი სოლ ჩჟუ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდა. პირველმა ლედიმ  მეუღლესთან ერთად მოინახულა მუსიკალური ცენტრი, სადაც პირველი წყვილის გამოჩენას უდიდესი ოვაციებით შეხვდნენ.

პრეზიდენტის ბრძანებით, მუსიკალურ ცენტრში ვიზიტის ამსახველი ფოტოები წამყვანი გამოცემების გარეკანზე დაბეჭდეს.

ამ დრომდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია პირველი ლედის უცნაური გაუჩინარების შესახებ. იყო ვერსია, რომ ის გარდაიცვალა და ამის შესახებ ინფორმაციას მალავდნენ. ჭორები საბოლოოდ არ დადასტურდა და ის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მედიასთან გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები