LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კინაღამ ქვეყანა ააყირავეთ ამ “შეცდომით” – თეა წულუკიანი ISFED-ისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

233
თეა-წულუკიანი

“მოიხადეთ ბოდიში “ხარვეზისათვის”,- ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანი სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის განცხადებას.

ეს არის რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს – ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი პარალელურ დათვლაზე

წულუკიანი აცხადებს, რომ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულმა 31 ოქტომბრის არჩევნებისას ხმების პარალელური დათვლის პირველადმა ანგარიშმა, რომელიც ხარვეზის გამო, მოგვიანებით, კორექტირდა, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის მცდელობებს შეუწყო ხელი.

“ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს განცხადება საკმარისი არაა! კინაღამ ქვეყანა ააყირავეთ ამ “შეცდომით”! და, თქვენი ეს მძიმე მდგომარეობა “მძიმე მდგომარეობაა”, ხოლო თქვენი “შეცდომის” გამო ცესკოზე (რომელიც, თქვენგან განსხვავებით, არა უბრალოდ NGO, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტია!) საძაგელი და უზრდელი თავდასხმები მათთვის სავარაუდოდ ძალიან სახალისო პერიოდი იყო?! ხომ აღმოჩნდა, რომ თქვენმა პარალელურმა დათვლამ (ანუ დათვლა იმავე ოქმებზე დაყრდნობით!) ზუსტად იგივე შედეგი აჩვენა ყველა პარტიის შემთხვევაში, რაც ცესკოს დათვლამ? მაშინ რატომ შეუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევის მცდელობებს? მოიხადეთ ბოდიში “ხარვეზისათვის” (what a sexy name!), რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ეყრდნობოდა ოპოზიცია, იძახდა რომ გაყალბდა და გეგმავდა ამ ძლივს სტაბილურად შენარჩუნებულ დამოუკიდებელ ქვეყანაში დესტაბილიზაციას! ეგებ აღიდგინოთ ნდობა მომავალი არჩევნებისთვის!”,-დაწერა თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში.

“ქართული ოცნება” 47.6%, ენმ – 27.4% – ISFED-ი ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას ავრცელებს

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის პირველად ანგარიში არაზუსტია. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.

განცხადების მიხედვით, დაზუსტებული შედეგებით, ცესკოსა და ხმების პარალელური დათვლით დადგენილი სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მანდატების რაოდენობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g