უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებიან, თუმცა უკრაინული ძალები მას ივანკოვის დასახლებასთან წინააღმდეგობას უწევენ.
მათივე ცნობით, უკრაინულმა ძალებმა რუსული კოლონის შესაჩერებლად ხიდი ააფეთქეს.
რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყანა დიდი ომის ზღვარზეა – მოვლენების ქრონოლოგია
ოკუპანტი ქვეყნის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა ღია ომი გამთენიისას, 4 საათზე გამოაცხადა – უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში საომაქრი მოქმედებები ახლაც არ წყდება.
დღეს, 25 თებერვალს, გამთენიისას კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდებისას ცხრა სართულიან კორპუსში ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მისივე ინფორმაციით, ქალაქის საჰაერო თავდაცვამ წარმატებით მოიგერია თავდასხმა და რამდენიმე რაკეტა შეაჩერა.
ამავე თემაზე:
დროა დავიწყოთ საქართველოს კბილებამდე შეიარაღება: ლუკ კოფი
ევროკავშირი რუსეთს, უკრაინაზე თავდასხმის გამო, ახალ სანქციებს უწესებს
რუსულმა ძალებმა ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმები მიიტანეს
რუსეთის მოქალაქეებს, ვინც აქციებზე გამოდის – გხედავთ, იბრძოლეთ ჩვენთვის: ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის ქალაქ როვნოს აეროპორტთან სარაკეტო თავდასხმა მოხდა