LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე დეგნანის განცხადებაზე: 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას – მგონი, ამ “მესიჯის” ადრესატი სწორედ 308 ევროპარლამენტარია, „ენჯეოები“, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები

180
BeFunky-collage

300-ზე მეტი ევროპარლამენტარი სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

კელი დეგნანი: ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების საკითხის განხილვაზე

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ძალიან დიდია იმ პირთა ჩამონათვალი, რომელიც სხვის ფულზე ძალიან ბევრ დროს და ენერგიას ხარჯავს.

„ძალიან საინტერესო მესიჯია. ამ დროს და ენერგიას ხარჯავდა და ახლაც ხარჯავს 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი, რომელიც სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას. ამ თემას რეზოლუციაც მიუძღვნეს. ესენი არიან „ენჯეოებიც“, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ძალიან დიდია იმ პირთა ჩამონათვალი, რომელიც სხვის ფულზე ძალიან ბევრ დროს და ენერგიას ხარჯავს. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენც გვიწევს პასუხის გაცემა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. მგონი, ამ მესიჯის ადრესატი სწორედ ეს 308 ევროპარლამენტარია, „ენჯეოები“…

როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება და ყველას ესმის ამ განცხადებების და ორკესტრირებული შტურმის პოლიტიკური დატვირთვა, მნიშვნელოვანია, ყველა, ვინც ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებით არის დაინტერესებული გაემიჯნოს შესაბამის ორკესტრირებულ შტურმს და განცხადებებს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ქართული საზოგადოებისთვის ელჩის პოზიციის მოსმენა“,- აღნიშნავს კობახიძე.

„საოცარია, ყოფნის თავხედობა და ისევ ჭკუას გვარიგებს“ – ვინ როგორ აფასებს კელი დეგნანის განცხადებებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g