LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ივანიშვილის სანქცირება პირდაპირ ხალხის დასანქცირებაა

841
BeFunky-collage (60)

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია.

მისივე განცხადებით, ძალაშია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ მისი ოჯახის კუთვნილებაში რჩებოდა 200 000, დანარჩენი თანხა კი „ქართუ ფონდში“ გადადიოდა და ქველმოქმედებაზე დაიხარჯებოდა.

შესაბამისად, კობახიძის თქმით, როცა ივანიშვილის სანქცირებაზე საუბრობენ, ხალხს ასანქცირებენ.

„როცა საუბრობენ, რომ შვეიცარიაში ანგარიში უნდა გაყიდონ — ერთადერთი პრაქტიკული სანქცია, რაზეც მათ შეიძლება ისაუბრონ, ეს არის… პრაქტიკულად ისედაც ნებისმიერი სანქცირება ხალხის დასანქცირება იქნებოდა — 3 მილიარდი აქვს ამ ადამიანს ქველმოქმედებაში დახარჯული — მაგრამ აქ პირდაპირ ასანქცირებენ ხალხს. ივანიშვილს აქვს თავისი კონკრეტული 200 000, რომელიც არის ოჯახის გამგებლობაში, ყველა დანარჩენი თანხა, რაც შეიძლება შემოვიდეს მათ შორის შვეიცარიიდან საქართველოში, პირდაპირ ქველმოქმედებას ხმარდება. შესაბამისად, ეს ადამიანები ცდილობენ ხალხის სანქცირებას“, — განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, ივანიშვილის საქველმოქმედო თანხები ხმარდება ტაძრების მშენებლობას, თეატრების აღდგეა და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g