LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ხოშტარიას მდგომარეობაზე პასუხისმგებელია სააკაშვილი, რომელსაც კაცობის არაფერი სცხია

172
Untitled design - 2021-11-19T134258.823

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მოშიმშილე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა სრულად მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს ეკისრება.

„ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე მთლიანად, თავიდან ბოლომდე არის პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილი, ეს უპასუხისმგებლო კაცი. მას რომ ჰქონდეს ელემენტარული კაცობა ის მხოლოდ ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას, თუმცა კაცობის არაფერი სცხია მიხეილ სააკაშვილს, მან ეს დაამტკიცა 9 წლის განმავლობაში, როცა იყო მმართველობაში და შემდგომ 9 წლის განმავლობაში, როდესაც იყო ოპოზიციის ლიდერი.

აქედან გამდინარე მას ეკისრება თავიდან ბოლომდე ამაზე პასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ეს პასუხისმგებლობა გააცნობიეროს, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი ჩვენ ამ შემთხვევაში არ გვაქვს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ელენე ხოშტარიამ გადასხმისა და მედიკამენტების მიღება შეწყვიტა

თქვენ არ გაქვთ უფლება, მოკლათ ადამიანები, ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია – ელენე ხოშტარიას დედის მიმართვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები