LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: რა განცხადებაც უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, ეს არის მისი პირადი აზრი და მმართველი გუნდის პოზიციასთან კავშირი არ აქვს

274
კობახიძე და ზურაბიშვილი

„რა განცხადებაც უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, ეს არის მისი პირადი აზრი და ამას არავითარი კავშირი არ აქვს არც სამთავრობო გუნდის, არც მმართველი გუნდის, არც საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკურ პოზიციასთან. შესაბამისად, ჩვენ ნებისმიერ ასეთ განცხადებას განვიხილავთ, როგორც მის სუბიექტურ პოზიციას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

პრეზიდენტს, საპარლამენტო სისტემაში, არ უნდა ეგონოს, რომ იცის პატრიარქზე და მთავრობაზე მეტი: ირაკლი კობახიძე

კობახიძის თქმით, როდესაც პრეზიდენტი აკეთებს რაიმე განცხადებას, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება განხილული, როგორც ქვეყნის პოლიტიკური კურსი.

როგორც მანვე აღნიშნა, ქვეყნის პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავენ პარლამენტი და მთავრობა და ეს კურსი გამოხატულია მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის და მთავრობის განცხადებებში.

„ქვეყნის პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავენ პარლამენტი და მთავრობა და ეს კურსი გამოხატულია მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის და მთავრობის განცხადებებში.

მან პირდაპირაც აღნიშნა, როცა იყოს საპარლამენტო სხდომაზე, იცოდა რომ კონსტიტუციის წინააღმდეგ უნდა ემოქმედა, მაგრამ დაარქვა მის ვიზიტს პირადი ვიზიტი. როდესაც ასეთ წვრილმან მანიპულაციაზე მიდიხარ, იმისათვის რომ კონსტიტუცია თითქოს ლამაზად დაარღვიო, აქ ჩანს რომ მას განსაკუთრებული მოტივაცია ჰქონდა.

ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო რესპუბლიკაში ყველამ იცის, რომ პოლიტიკას ახორციელებს მთავრობა, მიმართულებებს განსაზღვრავს პარლამენტი, ახორციელებს მთავრობა და პრეზიდენტი ამის მონაწილე არ არის, ანუ, არც ახორციელებს პოლიტიკას, არც განსაზღვრავს, მას არსებითად სიმბოლური კომპეტენციები აქვს მინიჭებული.

ესტონეთი, გერმანია, ირლანდია, ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაა და ყველამ იცის, რომ ანგელა მერკელი განსაზღვრავდა, ახლა უკვე ოლაფ შოლცი და არა გერმანიის პრეზიდენტი.

იგივეა ესტონეთში, ირლანდიაში, ავსტრიაში და ა.შ. პრეზიდენტი არ არის პოლიტიკის განმახორციელებელი და ის არ მართავს ქვეყანას.

შესაბამისად, ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა და ამ საპარლამენტო რესპუბლიკაში, მთავრობა იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მთავრობა განსაზღვრავს პოლიტიკას პარლამენტთან ერთად, ანუ, პარლამენტი და მთავრობა განსაზღვრავენ და ახორციელებენ პოლიტიკას.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თუ შენ, შენი ნებართვით, უშვებ მოხალისე-მებრძოლებით დატვირთულ ბორტს იმ ქვეყანაში, სადაც არის საომარი მოქმედებები, ეს აპრიორი ნიშნავს ქვეყნის ჩართვას საომარ მოქმედებებში: ირაკლი კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g