LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტს, საპარლამენტო სისტემაში, არ უნდა ეგონოს, რომ იცის პატრიარქზე და მთავრობაზე მეტი: ირაკლი კობახიძე

178
shexvedra

„პრეზიდენტს, მით უმეტეს საპარლამენტო სისტემაში, არ უნდა ეგონოს, რომ იცის პატრიარქზე მეტი და არ უნდა ეგონოს, რომ იცის მთავრობაზე მეტი“, – ამის შესახებ განცხადებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აკეთებს.

მისი განმარტებით, მათ რომ სდომოდათ „სალომე ზურაბიშვილს განესაზღვრა და განეხორციელებინა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, მაშინ დავუჭერდით მხარს არა პრეზიდენტის, არამედ პრემიერის პოსტზე.

„ჩვენ ხომ მხარი დავუჭირეთ ერთი მხრივ პრეზიდენტს და მეორე მხრივ პრემიერმინისტრს. ჩვენ რომ ვიცოდით რა სისტემა იყო, იმიტომ დავუჭირეთ მხარი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის პოზიციაზე და არა პრემიერის პოზიციაზე. ჩვენ რომ გვდომოდა, სალომე ზურაბიშვილს განესაზღვრა და განეხორციელებინა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, მაშინ დავუჭერდით მხარს არა პრეზიდენტის პოსტზე, რაც არის სიმბოლური, არამედ პრემიერის პოსტზე. რატომ არ გავაკეთეთ ეს? იმიტომ, რომ ჩვენ ნდობა გამოვუცხადეთ ირაკლი ღარიბაშვილს, ნდობა გვაქვს მის მიმართ, რომ ის სწორად განახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას და პრეზიდენტს იმ როლში დავუჭირეთ მხარი, რაც აქვს კონსტიტუციით მიკუთვნებული და ეს არის არსებითად სიმბოლური როლი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „POSTV“ ეთერში.

ცნობისათვის, აღნიშნული განცხადებით, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას უნდა ეღირსოს ავტოკეფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g